პროდუქცია

სათადარიგო ნაწილები

ტუმბოები, სარქვლები, სალნიკები, სვილერები და მაღალი წნევის სისტემებისთვის საჭირო კომპონენტები ავტოსამრეცხაოებისა და თვითმომსახურების სადგურებისთვის.

Annovi Reverberi მაღალი წნევის ტუმბო

Annovi Reverberi ტუმბო

იტალიური Annovi Reverberi-ის მაღალი წნევის ტუმბო, რომელიც გვაქვს 200, 250 და 300 ბარიან ვერსიებში. მოდელი გამოირჩევა სანდოობით და ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, რადგან სხვა ტუმბოებისგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება ჩინური ან პატენტი ვერსიები.

  • ბრენდი: Annovi Reverberi
  • წნევა: 200 / 250 / 300 ბარი
  • წარმოება: იტალია
მოითხოვეთ ფასი
Annovi Reverberi AR ტუმბო

Annovi Reverberi AR ტუმბო

Annovi Reverberi-ის ტუმბო, რომელსაც მომხმარებლები ხშირად “არე”-საც ეძახიან კორპუსზე დიდი AR წარწერის გამო. გამოირჩევა სტაბილური მუშაობით, გამძლეობით და ავტოსამრეცხაო სისტემებში სანდო რესურსით.

  • ბრენდი: Annovi Reverberi
  • ტიპი: მაღალი წნევის ტუმბო
  • გამოყენება: ავტოსამრეცხაო აპარატები
მოითხოვეთ ფასი
Hawk მაღალი წნევის ტუმბო

Hawk ტუმბო

Hawk ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია მაღალი წნევის ტუმბოებში. გამოირჩევა გამძლე კორპუსით, კარგი წნევით და ხანგრძლივი რესურსით. ბაზარზე ხშირად გვხვდება პატენტი ვერსიებიც, ამიტომ ორიგინალის სწორად გარჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • ბრენდი: Hawk
  • ტიპი: მაღალი წნევის ტუმბო
  • შენიშვნა: მნიშვნელოვანია ორიგინალის შემოწმება
მოითხოვეთ ფასი
ლატუნის თავაკიანი Ulka ქაფის ტუმბო

ლატუნის Ulka ქაფის ტუმბო

ქაფის ტუმბო თვითმომსახურების სამრეცხაოებისთვის, რომელსაც ხშირად “დოზატორს” ან “ულკას” ეძახიან. ლატუნის თავაკი უკეთეს და გრძელვადიან მუშაობას უზრუნველყოფს. მითითებული 1 ლ/წთ წარმადობის მიუხედავად, რეალურ პირობებში ტესტებმა დაახლოებით 700 გრამი ქაფის მიწოდება აჩვენა.

  • ტიპი: ქაფის ტუმბო / დოზატორი
  • თავაკი: ლატუნი
  • რეალური წარმადობა: დაახლოებით 700 გ/წთ
მოითხოვეთ ფასი
სვილერი თვითმომსახურების ვერტუშკებისთვის

სვილერი ვერტუშკებისთვის

სვილერი გამოიყენება თვითმომსახურების სამრეცხაოების “ვერტუშკებში”, სადაც შლანგის თავისუფალი ტრიალი და წყლის ნაკადის გამართული მიწოდებაა საჭირო. დეტალი ხშირად ფუჭდება და დაზიანებისას წყლის გაჟონვა ახასიათებს.

  • ტიპი: სვილერი
  • გამოყენება: თვითმომსახურების ვერტუშკა
  • სიმპტომი დაზიანებისას: წყლის გაჟონვა
მოითხოვეთ ფასი
Hawk ტუმბოს სარქვლის კომპლექტი

Hawk სარქვლის კომპლექტი

სარქვლის კომპლექტი Hawk-ის ტუმბოსთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ცვეთადი და მნიშვნელოვანი კომპონენტია ტუმბოში, რადგან უშუალოდ გავლენას ახდენს წნევაზე, წყლის მიწოდებაზე და აპარატის გამართულ მუშაობაზე.

  • თავსებადობა: Hawk ტუმბო
  • ტიპი: სარქვლის კომპლექტი
  • დანიშნულება: წნევის და წყლის მიწოდების სტაბილურობა
მოითხოვეთ ფასი
Hawk ტუმბოს წყლის სალნიკების კომპლექტი

Hawk წყლის სალნიკები

წყლის სალნიკების კომპლექტი Hawk-ის ტუმბოსთვის. გამოიყენება წყლის მხარის ჰერმეტულობის შესანარჩუნებლად და ტუმბოს სწორი წნევით მუშაობისთვის.

  • თავსებადობა: Hawk ტუმბო
  • ტიპი: წყლის სალნიკები
  • დანიშნულება: წყლის მხარის ჰერმეტულობა
მოითხოვეთ ფასი
Hawk ტუმბოს ზეთის სალნიკები

Hawk ზეთის სალნიკები

ზეთის სალნიკების კომპლექტი Hawk-ის ტუმბოსთვის. იცავს ზეთის მხარეს გაჟონვისგან და ეხმარება ტუმბოს მექანიკურ ნაწილს გამართულ და ხანგრძლივ მუშაობაში.

  • თავსებადობა: Hawk ტუმბო
  • ტიპი: ზეთის სალნიკები
  • დანიშნულება: ზეთის მხარის დაცვა
მოითხოვეთ ფასი
Hawk ტუმბოს სპილენძის ბეჭდების კომპლექტი

Hawk სპილენძის ბეჭდები

სპილენძის “ბეჭდების” კომპლექტი Hawk-ის ტუმბოსთვის. გამოიყენება ტუმბოს კვანძებში მჭიდრო დაჯდომისა და ჰერმეტულობისთვის, რაც მნიშვნელოვანია სტაბილური წნევისა და გაჟონვის პრევენციისთვის.

  • თავსებადობა: Hawk ტუმბო
  • მასალა: სპილენძი
  • დანიშნულება: ჰერმეტულობა და მჭიდრო დაჯდომა
მოითხოვეთ ფასი
WA მოგვწერეთ